3 წლის და 2 თვის წინ
აგენტმა "ბარსელონას" თავდამსხმელი შესთავაზა
ავტორი
Aa
მარკუს ტურამის აგენტმა საკუთარი კლიენტი "ბარსელონას" შესთავაზა, - იუწყება Mundo Deportivo.
ჟურნალისტ ფერნანდო პოლოს ინფორმაციით, "ბლაუგრანაში" სჯერათ, რომ მარკუსი ჩავის ტაქტიკაში იდეალურად ჩაჯდება. ისინი აფასებენ შემტევის უნივერსალურობასაც, რადგან მას წინა ხაზის 3-ვე პოზიციაზე შეუძლია თამაში.
25 წლის ფრანგით დაინტერესებულნი არიან "ატლეტიკო", "ინტერი", "ჩელსი" და "პარი სენ ჟერმენიც".
"ბორუსია მიუნხენგლადბახთან" კონტრაქტი მარკუსს სეზონის ბოლოს ეწურება.
მიმდინარე სეზონში ტურამის მონაგარი 14 გოლი და 4 ასისტია.
Facebook კომენტარები