როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" ხვალ ლა ლიგის მე-20 ტურის მატჩი ელოდება ანდალუსიური "ბეტისის" წინააღმდეგ.
სევილიელებთან დაპირისპირებას "ბლუგრანა" დაცვის ხაზში არსებული პრობლემებით ხვდება. განაცხადს მიღმა დარჩნენ ანდრეას კრისტენსენი და ჟოაუ კანსელუ, რაც ჩავის არჩევანს მნიშვნელოვნად უზღუდავს.
Sport-ის ინფორმაციით, სასტარტო შემადგენლობაში შეიძლება ვიხილოთ 16 წლის პაუ კუბარსი, რომელმაც "სალამანკას" წინააღმდეგ ბრწყინვალედ ითამაშა.
მიუხედავად იმისა, რომ კუბარსისთვის ეს ძირითად თერთმეტეულში დებიუტი იქნება, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" თავკაცი მას ამ გამოწვევისთვის მაინც მზად მიიჩნევს.
კიდევ ერთი ვარიანტი დაცვის ცენტრის კუნდე-არაუხოს დუეტით დაკომპლექტება, ხოლო მარჯვენა მცველად სერხი რობერტოს დაყენებაა.
შეგახსენებთ, რომ ანდალუსიურ-კატალონიური ჯახი თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.