1 წლის და 10 თვის წინ
"გაგვიმართლა" - ვალვერდეს "ბარსასთან" შეხვედრაზე ჰკითხეს
ავტორი
Aa
როგორც იცით, ესპანეთის თასის მეოთხედფინალში "ბარსელონას" მეტოქე ბილბაოს "ატლეტიკი" იქნება.
ბასკური გუნდის თავკაცს, ერნესტო ვალვერდეს "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" მომავალი დაპირისპირების შესახებ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს.
"ეს კლასიკური მატჩია ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ. გაგვიმართლა, რომ მგზავრობა არ მოგვიწევს.
თამაშს მოუთმენლად ველით," - თქვა ვალვერდემ.
"ატლეტიკი" ლა ლიგის მიმდინარე სეზონში სახლში მოთამაშე გუნდებს შორის მეორე საუკეთესო მაჩვენებლით გამოირჩევა და მხოლოდ "ატლეტიკოს" ჩამორჩება. ცხადია, ფაქტი, რომ კოპა დელ რეის 1/4-ფინალური ჯახიც "სან მამესზე" გაიმართება, ბასკებს საქმეს უიოლებს.
მატჩი 25 იანვარს, თბილისის დროით 00:30 საათზე დაიწყება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 თვის და 1 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
2 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
2 თვის და 1 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
2 თვის და 2 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი