1 წლის და 11 თვის წინ
ცნობილია! - რას გეგმავს “ბარსელონა” ჩადი რიადთან დაკავშირებით
ცნობილია! - რას გეგმავს “ბარსელონა” ჩადი რიადთან დაკავშირებით

როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონამ” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ჩადი რიადი “რეალ ბეტისში” გაანათხოვრა.

გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბლაუგრანას” ჩადი რიადის დაბრუნება სურს, თუმცა თუ “ბეტისმა” რიადი გამოისყიდა საქმე გართულდება.

“ლურჯ-ბროწეულისფერებს” კონტრაქტში ჩაწერილი აქვთ პუნქტი, რის თანახმადაც “ბარსელონას” ფეხბურთელის დაბრუნების უფლება 2025 წელს ექნება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ “ბეტისი”ფეხბურთელის გამოსყიდვას გეგმავს, ეს ყველაფერი თითქმის შეუძლებელი გახდება.

ცნობისთვის, ჩადი რიადმა მიმდინარე სეზონში 15 შეხვედრა ჩაატარა. 


Facebook კომენტარები