"ბარსელონას" "ბეტისთან" მატჩი პორტუგალიელმა თავდამსხმელმა, ჟოაუ ფელიქსმა მოაგებინა, რომელიც თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 90-ე წუთზე ულამაზესი გოლი გაიტანა.
გამარჯვებით დასრულებული შეხვედრის შემდეგ ფელიქსმა პრესასთან მცირე კომენტარიც გააკეთა.
"მიჩვეული ვარ, რომ ხალხი ჩემზე ლაპარაკობს. მათ ყოველთვის რაღაც აქვთ სათქმელი. ამაზე დიდად არ ვდარდობ.
ხალხი ჩემს შესახებ მაშინაც ლაპარაკობს, როცა ვთამაშობ და მაშინაც, როცა არ ვთამაშობ... საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ და მინდა, რომ მაქსიმალურად დავიხარჯო.
უკვე ძალიან ბევრი წელია, რაც ერთი და იგივე ხდება. საუკეთესო გადაწყვეტილება მათი ყურადღების გარეშე დატოვებაა.
ლა ლიგისთვის ბოლო წუთამდე ვიბრძოლებთ. "რეალმა" და "ჟირონამ" ქულები შეიძლება ნებისმიერ მომენტში დაკარგონ. ადგილზე უნდა ვიყოთ," - განაცხადა 24 წლის თავდამსხმელმა.
შეგახსენებთ, რომ ფელიქსი "ბარსაში" მადრიდის "ატლეტიკოდანაა" განათხოვრებული. მისთვის ეს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურით გატანილი მე-7 გოლი გახლდათ.