1 წლის და 11 თვის წინ
მეორე შემთხვევა ისტორიაში - რა მოხდა დღევანდელ მატჩში
მეორე შემთხვევა ისტორიაში - რა მოხდა დღევანდელ მატჩში

"ბეტისისა" და "ბარსელონას" შორის სულ ცოტა ხნის წინ დასრულებულ მატჩში ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა, რაც "ლურჯ-ბროწეულისფერთა" დამსახურებაა.

როგორც მოგეხსენებათ, "ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა სასტარტო შემადგენლობაში 16 წლის ორი ფეხბურთელი - ლამინ იამალი და პაუ კუბარსი განამწესა. თუ ლამინის ძირითად თერთმეტეულში ყოფნას შევეჩვიეთ, ახალგაზრდა მცველისთვის ეს სადებიუტო შეხვედრა გახლდათ სასტარტოს წევრის ამპლუაში.

ფაქტის ისტორიულობა კი შემდეგში მდგომარეობს: ლა ლიგის არსებობის განმავლობაში სულ მეორედ მოხდა, რომ მოედანზე ერთდროულად იდგა 16 წლის 2 მოთამაშე.

პირველი ასეთი შემთხვევა 1984/1985 წლების სეზონში დაფიქსირდა, მიზეზი კი პროფესიონალი ფეხბურთელების გაფიცვა გახლდათ.

აქვე შეგახსენებთ, რომ იამალი შეხვედრის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო და საგოლე გადაცემაც მიითვალა. რაც შეეხება კუბარსს, მან მოედანზე 81 წუთი გაატარა და ასევე დამაჯერებელი შთაბეჭდილება დატოვა.


Facebook კომენტარები