"ბეტისთან" მოპოვებულმა გამარჯვებამ "ბარსელონას" თავკაცს, ჩავი ერნანდესს ცოტათი ამოსუნთქვის საშუალება მისცა, თუმცა მისი თანამდებობიდან ნაადრევად გაშვების თაობაზე პრესაში საუბარი ჯერ კიდევ არ შეწყვეტილა.
უკვე გაიჟღერა რამდენიმე გვარმა, რომელთაგან ერთ-ერთი ტიაგო მოტა გახლავთ. "ბარსას" ყოფილი ნახევარმცველი, რომელიც ახლა "ბრეშას" უდგას სათავეში.
SPORT-ის ცნობით, მოტას მიერ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ჩაბარებაზე საუბარი გასული რამდენიმე დღის განმავლობაშიც მიმდინარეობდა.
ესპანური გამოცემა წერს, რომ ჩავის გარემოცვა ამ ჭორებს შეურაცხმყოფელად მიიჩნევს.
"მაესტროს" წინ სეზონის გადამწყვეტი ფაზა ელოდება და ამ დროს მის შესაძლო შემცვლელზე განუწყვეტელი საუბარი, ცხადია, დადებითად არ იქნება აღქმული.
აქვე შეგახსენებთ, რომ მომდევნო მატჩს "ბლაუგრანა" ესპანეთის თასის მეოთხედფინალის ეგიდით, ბილბაოს "ატლეტიკის" წინააღმდეგ ჩაატარებს.