1 წლის და 9 თვის წინ
დეკუს არაუხოს მომავალზე ჰკითხეს - მნიშვნელოვანი განცხადება
ავტორი
Aa
"ბარსელონას" ტექნიკურმა დირექტორმა, დეკუმ გუნდის ურუგვაელი მცველის, რონალდ არაუხოს გაყიდვა კატეგორიულად გამორიცხა.
"არაუხო ჩვენი ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელია. იგი გუნდის აწმყო და მომავალი გახლავთ. რონალდს ჩვენთან კონტრაქტი აკავშირებს და მის გაყიდვას არ განვიხილავთ.
მთავარი ისაა, რომ არაუხო აქ ბედნიერია. სხვა სათქმელი არაფერია," - თქვა პორტუგალიელმა.
შეგახსენებთ, რომ 24 წლის უკანახაზელს მიუნხენის "ბაიერნს" აქტიურად უკავშირებენ. მოარული ხმების თანახმად, "რეკორდმაისტერი" მასში 100 მილიონი ევროს გადასახდელადაცაა მზად.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 21 მატჩში რონალდმა 1 გოლი გაიტანა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 კვირის და 6 დღის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 თვის და 1 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 თვის და 1 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 თვის და 2 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი