ვიდალი: ახლა კოშმარში ვცხოვრობთ

ვიდალი: ახლა კოშმარში ვცხოვრობთ

"ბარსელონას" ჩილელმა ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა La Tercera-სთან ვიდეოინტერვიუ ჩაწერა, სადაც მან მსოფლიოში ამჟამად შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.

"მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები? ყველა გუნდი თანაბარ მდგომარეობაშია და მათ ერთ დროს მოუწევთ თამაში.

ტელევიზორს ხშირად ვუყურებ და კარგად ვიცი, თუ რა დაატრიალა კორონავირუსმა ესპანეთსა და ჩილეში, თუმცა დროის დიდ ნაწილს ოჯახთან კავშირში ყოფნას ვუძღვნი.

ყველაფერი შეიცვალა. ყოველდღე ვხედავ თუ როგორ იღუპება ათასობით ადამიანი მთელ პლანეტაზე. შვილებთან ახლოს არ ვარ. ახლა ვცხოვრობთ კოშმარში, რომელიც უფრო და უფრო უარესი ხდება." - განაცხადა ვიდალმა.

7 თვის წინ
505 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვოს თუ არა ლეო მესიმ "ბარსელონა" მომავალ ზაფხულს?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 159
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ჟერარდ პიკე, სერხიო ბუსკეტსი, სერხი რობერტო, სამუელ უმტიტი, ანსუ ფატი, რონალდ არაუხო.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ