"ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს, ჩავი ერნანდესს "რეალისა" და "ალმერიას" მატჩში მსაჯობასთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებსა და ამაზე "სამეფო კლუბის" ოფიციალური ტელევიზიის გამოხმაურებაზე სთხოვეს აზრის კიდევ ერთხელ გამოთქმა.
"RMTV-ის პასუხი? "რეალს" ყოველთვის პატივს ვცემდი. უპატივცემულობა არავისადმი გამომივლენია. და თუ ეს მაინც გავაკეთე, პატიებას ვითხოვ. ომი არავისთან მინდა.
პატივს ვცემ აზრებს, ვიდეოებს, მიმებს. ამას იუმორით ვუდგები.
მსაჯებზე იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ამას თქვენ მაიძულებთ. საკუთარ პოზიციას ყოველთვის ვაფიქსირებ, თუმცა მხოლოდ ფეხბურთზე მინდა საუბარი.
ვნანობ თუ არა მსაჯების შესახებ კომენტარის გაკეთებას? პრესას მე არ ვაკონტროლებ. შეიძლება, ამას სხვა ხალხი აკეთებდეს. ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ პრესაში მეგობრები არ მყავს. უთანხმოების ცენტრში მე არ უნდა ვიყო მოქცეული. ეს არ მომწონს," - თქვა ჩავიმ "ატლეტიკთან" მატჩის წინ გამართულ პრეკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა, რომელშიც არბიტრის გადაწყვეტილებებმა დიდი კამათი გამოიწვია, "რეალმა" "ალმერიას" უკანასკნელ წუთზე გატანილი გოლის წყალობით, ანგარიშით 3:2 მოიგო და "ბარსასთან" 7-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა.