1 წლის და 11 თვის წინ
"ბარსელონას" სავარაუდო XI "ატლეტიკთან" მატჩისთვის
"ბარსელონას" სავარაუდო XI "ატლეტიკთან" მატჩისთვის

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" დღეს ესპანეთის თასის მეოთხედფინალურ მატჩს ჩაატარებს და "სან მამესზე" ბილბაოს "ატლეტიკთან" მოსინჯავს ძალებს.

SPORT-ის ვარაუდით, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარი მწვრთნელი მოედანზე ასეთ შემადგენლობას გაიყვანს:

მეკარე: ინიაკი პენია

დაცვა: ჟოაუ კანსელუ, რონალდ არაუხო, ჟიულ კუნდე, ალეხანდრო ბალდე

ნახევარდაცვა: ფრენკი დე იონგი, ილქაი გიუნდოგანი, პედრი

თავდასხმა: ლამინ იამალი, რობერტ ლევანდოვსკი, ფერან ტორესი

Mundo Deportivo-ს ვერსიაში 10 ფეხბურთელი იდენტურია, ლამინ იამალის ადგილს კი "ბლაუგრანას" პორტუგალიელი შემტევი, ჟოაუ ფელიქსი იკავებს.

შეგახსენებთ, რომ ბასკურ-კატალონიური ჯახი თბილისის დროით 00:30 საათზე დაიწყება.


Facebook კომენტარები