1 წლის და 9 თვის წინ
"მთავარი იმედგაცრუება ეს იყო" - ჩავი "ალმერიასთან" მატჩის წინ
"მთავარი იმედგაცრუება ეს იყო" - ჩავი "ალმერიასთან" მატჩის წინ

"ბარსელონას" ხვალ ლა ლიგის 23-ე ტურის მატჩი ელოდება, რომელშიც გუნდი "ალმერიას" დაუპირისპირდება.

"ბლაუგრანას" თავკაცმა ჩავი ერნანდესმა დღეს მატჩისწინა პრეკონფერენცია გამართ და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. 43 წლის სპეციალისტი თითქმის ყველა აქტუალურ საკითხს შეეხო.

"რთული იქნება. "ალმერია" სახლში ძლიერი გუნდია და ქულების უმეტესობას საკუთარ სტადიონზე იღებს."

"ხუთშაბათზე ჯერ ვერ ვიფიქრებთ. ხვალ ლა ლიგაში გვაქვს სათამაშო და მოგება გვინდა. ხუთშაბათს გასამართ მატჩზე ამის შემდეგ დავფიქრდებით."

"დემბელე? ის კარგადაა. გუშინ მისი ვარჯიში ვნახე. კარგ ფორმაში ჩანს. 100%-ით მზად ჯერ არ არის, მაგრამ გუნდთან გაერთიანებამდე არც ისე შორსაა."

"როგორ არიან არაუხო და ანსუ? არაუხო ხელმისაწვდომია. თავს კარგად გრძნობს. ანსუმ ვარჯიშზე დარტყმა მიიღო და ხვალ არ გვეყოლება, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ "რეალთან" თამაშს შეძლებს."

"სეზონის ყველაზე დიდი იმედგაცრუება ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა იყო."

"ფიზიკური თვალსაზრისით, ჩემპიონატში საუკეთესო გუნდი ვართ... ყველაზე მეტს დავრბივართ, ყველაზე დიდი სიჩქარით. ჩვენი ფიზიკური მომზადება ფანტასტიკურია."

"რობერტო ფეხბურთელია, რომელსაც ბევრ პოზიციასთან შეუძლია ადაპტირება. იგი ყველა მწვრთნელისთვის გამოსადეგია."

"გარნაჩოს ქცევა? ხანდახან მეტი ემპათიაა საჭირო. მეტოქის ფანებს პატივი უნდა სცე. გოლის გატანამ სიხარული უნდა მოგიტანოს, მაგრამ თანაგრძნობა არ უნდა დაგვავიწყდეს."

"ბუსკეტსს მანჩესტერში შესანიშნავი პირველი ტაიმი ჰქონდა. შემდეგ მასაც გაუჭირდა, როგორც მთელ გუნდს. მეტად გაერთიანებაა აუცილებელი."

"ლევანდოვსკიმ იცის, რომ ეს არის პროექტი, საშუალოდან გრძელვადიანი მიზნებით. ახლა გაცილებით უფრო ძლიერი გუნდი ვართ, ვიდრე მისი მოსვლისას ვიყავით. რობერტი ლა ლიგისა და კოპა დელ რეის მოგებაზეა ფოკუსირებული."

შეგახსენებთ, რომ ხვალინდელი მატჩი თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.


Facebook კომენტარები