1 წლის და 11 თვის წინ
რომეუს მსურველი გამოჩნდა - მოლაპარაკებები მიმდინარეობს
ავტორი
Aa
სტამბოლის "ბეშიქთაშმა" "ბარსელონას" ორიოლ რომეუს თაობაზე შეთავაზება გაუგზავნა, - იუწყება Sports Digitale.
თურქული წყაროს ინფორმაციით, კლუბებს შორის ახლა მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ამასთან დაკავშირებით, ჟერარ რომერო იტყობინება, რომ თუ "ბლაუგრანა" ესპანელ ნახევარმცველს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე გაყიდის, კლუბი ნახევარმცველის დამატებას ახლავე ეცდება.
რომეუს გაშვებით "ბარსაში" ნომინალური საყრდენი აღარ დარჩება, რაც ჩავის საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს.
შეგახსენებთ, რომ ორიოლი "ბლაუგრანამ" "ჟირონადან" 3.4 მილიონ ევროდ შეიძინა. სეზონი 32 წლის შუახაზელმა საკმაოდ კარგად დაიწყო, თუმცა ფორმა მალევე დაკარგა. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 21 მატჩში რომეუს მონაგარი 1 ასისტია.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
2 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
3 თვის და 1 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
3 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი