ესპანეთის თასის მიმდინარე გათამაშება ჩავი ერნანდესის "ბარსელონაში" დასარჩენად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იქნება, - იუწყება Diario AS-ის ჟურნალისტი, ხავი მიგელი.
წყაროს თანახმად, ხელმძღვანელობა იაზრებს, რომ ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება "ლურჯ-ბროწეულისფრებს" ძალიან გაუჭირდებათ, ამიტომ სეზონის ტიტულით დამთავრების რეალური შანსი კოპა დელ რეიზე გადის.
იმ შემთხვევაში, თუ "ბარსა" კოპა დელ რეის მოიგებს და ჩემპიონთა ლიგაზეც და ლა ლიგაშიც ღირსეულად გამოვა, ჩავის გუნდის თავკაცად დარჩენის შანსი მნიშვნელოვნად გაიზრდება.
უნდა ვივარაუდოთ, რომ "ბლაუგრანას" ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე მინიმუმ მერვედფინალური ბარიერის გადალახვა მაინც მოეთხოვება, პრიმერაში კი კატალონიელები საჩემპიონო ბრძოლაში რაც შეიძლება დიდხანს დარჩენას ეცდებიან.
ცნობისთვის, ძალიან მალე "ბარსა" კოპა დელ რეის მეოთხედფინალურ მატჩს დაიწყებს. ბილბაოს "ატლეტიკთან" ჯახი თბილისის დროით 00:30 საათზე აიღებს სტარტს.