logo

"რეალის" ლეგენდა: მესი მსოფლიოში საუკეთესოა

"რეალის" ლეგენდა: მესი მსოფლიოში საუკეთესოა

"ბარსელონას" არგენტინელი მეგავარსკვლავის, ლეო მესის დიდებულება არაერთ ყოფილ თუ მოქმედ ფეხბურთელს აღუნიშნავს, თუმცა მტრის ბანაკიდან მიღებული დაფასება ყოველთვის უფრო სასიამოვნოა.

ამჯერად "ლა პულგას" საუკეთესოობას ხაზი მადრიდის "რეალის" ლეგენდამ და ყოფილმა გენ.დირექტორმა, ხორხე ვალდანომ გაუსვა.

"ლეო მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია." - განაცხადა ხორხემ.

შეგახსენებთ, რომ ვალდანო "ბლანკოსის" მაისურს 1984-87 წლებში ირგებდა. 1994-96 წლებში იგი "სამეფო კლუბს" წვრთნიდა. 2009-დან 2011 წლამდე კი იგი მადრიდელთა გენერალური მენეჯერის სკამს იკავებდა.

3 თვის წინ
484 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვან თუ არა კიკე სეტიენი თანამდებობიდან?

კი
არა
სულ პასუხები: 588
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემბელე, უმტიტი, გრიზმანი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ვიდალი, ბუსკეტსი