3 წლის და 1 თვის წინ
"ის ამას განიხილავს" - აგუერომ მესის მომდევნო გუნდი დაასახელა?
"ის ამას განიხილავს" - აგუერომ მესის მომდევნო გუნდი დაასახელა?

ლიონელ მესის მომავალი მთელი საფეხბურთო სამყაროსთვის საინტერესო საკითხია. არგენტინელ მეგავარსკვლავს "პარი სენ ჟერმენთან" კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, მისი გახანგრძლივება კი ჯერ კიდევ არაა გადაწყვეტილი.

ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელს აქტიურად უკავშირებენ "ბარსელონასა" და "ინტერ მაიამის", თუმცა ლეოს ერთ-ერთ საუკეთესო მეგობარს, სერხიო აგუეროს სრულიად სხვა ვერსია აქვს.

"ის "ნიუელს ოლდ ბოისში" თამაშის შესაძლებლობას სერიოზულად განიხილავს," - უთქვამს არგენტინის ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს, თუ SPORT-ს დავუჯერებთ.

შეგახსენებთ, რომ "ნიუელსი" მესის ბავშვობის კლუბია. ბარსელონაში გადაბარგებამდე, პატარა ლეო სწორედ ამ გუნდის აკადემიაში იზრდებოდა.

სხვათა შორის, "ნიუელსში" დაბრუნების სურვილი "ლა პულგას" აქამდეც გამოუხატავს, თუმცა, რა თქმა უნდა, აგუეროს განცხადება არ ნიშნავს, რომ ეს აუცილებლად ასე მოხდება.


Facebook კომენტარები