2 წლის და 9 თვის წინ
სერხი რობერტოს ტრავმის სიმძიმე ცნობილია
ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონას” კაპიტანმა, სერხი რობერტომ “ატლეტიკ ბილბაოსთან” გამართულ სათასო შეხვედრაში დაზიანება მიიღო.
გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Diario Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რობერტო ტრავმის გამო დაახლოებით 2 კვირას გამოტოვებს.
სერხის “ვილიარეალთან”, “ოსასუნასთან” და “ალავესთან” გასამართი შეხვედრების გამოტოვება მოუწევს.
ცნობისთვის, რობერტომ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 11 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
Facebook კომენტარები