logo

როგორ აღმოჩნდა მესი კინაღამ "მანჩესტერ სიტიში" - კურიოზული ისტორია

როგორ აღმოჩნდა მესი კინაღამ "მანჩესტერ სიტიში" - კურიოზული ისტორია

ინგლისური "მანჩესტერ სიტის" ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, გარი კუკმა The Athletic-თან ჩაწერილ ინტერვიუში გაიხსენა კურიოზული შემთხვევა, რომელიც 2008 წელს მოხდა - "ქალაქელებს" "ბარსელონას" არგენტინელი მეგავარსკვლავის, ლიონელ მესის შემთხვევით შეძენამდე ძალიან ცოტა დააკლდათ.

...საკონფერენციო შეხვედრას, რომელიც ლონდონში გაიმართა, კლუბის მფლობელი თაქსინ შინავატრა, მისი დამხმარე პაიროი პიემპონგსანტი და გარი ესწრებოდნენ, ლონდონში გაიმართა. მაშინ "სიტის" წარმომადგენელი პოლ ოლდრიჯი "ვესტ ჰემიდან" კარლოს ტევესის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობდა. როდესაც პოლმა პაიროის ვითარების აღწერა სთხოვა, პიემპონგსანტმა შემდეგი ფრაზა წარმოთქვა: "Yes, yes, yes! Very messy, messy, it’s getting messy" – "დიახ, დიახ, დიახ! დიდი არეულობაა, არეულობა, ყველაფერი აირია!"

თარგმანში გაპარული შეცდომის შემდეგ, კუკმა და ოლდრიჯმა გაიგეს, რომ ხელმძღვანელობა მათ ლიონელ მესის დამატებას სთხოვდა. დიდი ყოყმანის შემდეგ, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აღმასრულებელმა დირექტორმა აიღო და კატალონიაში 70 მილიონი ფუნტის ოდენობის შეთავაზება გააგზავნა, რაც სატრანსფერო რეკორდის დამყარების მცდელობას წარმოადგენდა.

"მეორე დღეს პრემიერ ლიგიდან დეივ რიჩარდსმა დამირეკა და მკითხა: "გარი, შენ მესიზე შეთავაზება გააკეთე? 70 მილიონი ფუნტი? სულ გაგიჟდი?" - იხსენებს კუკი.

როგორც შემდგომ გაირკვა, წინადადებამ "ბარსელონაშიც" დიდი გაუგებრობა გამოიწვია. მათ რიჩარდსის პირით „სიტის“ შემოუთვალეს, რომ თუ ეს სიმართლეს წარმოადგენდა, შეთავაზების მიღწევა კვირებით ადრე შეიძლებოდა...

ასეა თუ ისე, გაუგებრობა მოგვარდა, ლეო "ბარსაში" დარჩა და საფეხბურთო ისტორიის წერა განაგრძო, „სიტიმ“ კი ტევესის დამატება მაინც მოახერხა.

2 თვის წინ
312 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რას ფიქრობთ, განვითარდება თუ არა "ბარსელონა" სეტიენის ხელში?

კი
არა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 722
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ