3 წლის და 2 თვის წინ
უცნაური ამბავი - რატომ ვერ დაიწყო რაფინიამ "კადისთან" სასტარტოდან
უცნაური ამბავი - რატომ ვერ დაიწყო რაფინიამ "კადისთან" სასტარტოდან

ყველას კარგად გახსოვთ "ბარსელონასა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის "კამპ ნოუზე" გამართული მატჩი, რომელიც ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

იმ შეხვედრაში "ბლაუგრანას" საუკეთესო ფეხბურთელი რაფინია გახლდათ, თუმცა ბრაზილიელს 90 წუთის თამაშის საშუალება მაინც არ მიეცა. ჩავიმ იგი მოედნიდან ნაადრევად გაიყვანა და ფერან ტორესით შეცვალა.

26 წლის გარემარბი "მაესტროს" გადაწყვეტილებამ გააცოფა. შეუიარაღებელი თვალითაც მკაფიოდ ჩანდა, როგორი გაბრაზებული იყო რაფინია.

Mundo Deportivo-ს თქმით, ბრაზილიელმა სათადარიგოთა სკამთან მდგარ მაცივარს ფეხი იმდენად მძლავრად ამოარტყა, რომ მუხლში სერიოზული ტკივილი იგრძნო. სწორედ ამ ტკივილის გამო ვერ შეძლო მან "კადისთან" მატჩის სასტარტო შემადგენლობიდან დაწყება.

"კადისთან" შეხვედრაში რაფინიამ მცირე დრო მაინც ითამაშა, თუმცა თავის გამოჩენა მაინც ვერ მოახერხა. იგივე ითქმის "ემიუსთან" საპასუხო ჯახზე, სადაც ბრაზილიელი ასევე უმოქმედო გახლდათ.


Facebook კომენტარები