10 თვის წინ
ცნობილია: რა უთხრა გაბრაზებულმა ჩავიმ კამერას
ცნობილია: რა უთხრა გაბრაზებულმა ჩავიმ კამერას

"ბარსელონამ" ლა ლიგის 22-ე ტურის მატჩი "ვილიარეალთან" წააგო, ანგარიშით 3:5

კატალონიელები ორბურთიანი სხვაობით აგებდნენ, რის მერეც ილქაი გიუნდოგანის, პედრისა და "ყვითელი წყალქვეშა ნავის" ფეხბურთელის ავტოგოლის წყალობით დააქამბექეს. თითქოს, "ბლაუგრანას" გამარჯვებას არაფერი უნდა დამუქრებოდა, მაგრამ ჯერ გონსალო გედეშმა აღადგინა წონასწორობა, მერე კი ალექსანდრ სორლოტმა და ხოსე ლუის მორალესმა გამოიჩინეს თავები.

მაშინ, როცა ანგარიში 3:3 გახლდათ, "ბარსას" პენალტის შესრულების უფლება შეიძლება მისცემოდა, თუმცა საქმეში ვიდეორეფერი ჩაერია, რომელმაც მსაჯს პირვანდელი ვერდიქტი შეაცვლევინა.

გიუნდოგანის დარტყმული ბურთი "ყვითლების" მოთამაშეს ხელზე მოხვდა, ოღონდ, როგორც ჩანს, ხელი ბუნებრივ მდგომარეობაში "მყოფად" ჩაითვალა.

გადაწყვეტილებამ ძალიან გააბრაზა "ბარსას" თავკაცი, ჩავი ერნანდესი, რომელმაც კამერას მიმართა: "ეს სირცხვილია, სირცხვილი!"

ამ მარცხის შემდეგ "ბარსელონა" ლა ლიგის ლიდერ "რეალს" 10 ქულით ჩამორჩა.


Facebook კომენტარები