"ბარსელონას" ურუგვაელმა მცველმა, რონალდ არაუხომ "ვილიარეალის" წინააღმდეგ წაგებული მატჩი შეაფასა და გუნდის მთავარ მწვრთნელს, ჩავი ერნანდესს მხარდაჭერა გამოუცხადა.
"რაც ახლა ხდება, იმაში დამნაშავე ფეხბურთელები არიან, რადგან მოედანზე სწორედ ჩვენ ვდგავართ... რა შეუძლია ჩავის ქნას მაშინ, როცა ცარიელი კართან დგახარ და გოლი ვერ გაგაქვს? არაფერი.
როცა ჩავი მოვიდა, გუნდის დნმ განადგურებული იყო. მან ჩვენთან იდენტობა, იმედი და ის შეგრძნება დააბრუნა, რასაც ამ მაისურის წარმოდგენა აღძრავს.
რა თქმა უნდა, ჩვენ ჩავის გვერდით ვართ. იგი ძალიან დაგვეხმარა. გასულ სეზონში ჩვენ ლა ლიგა კარგი თამაშით მოვიგეთ.
ფეხზე უნდა წამოვდგეთ. გრძელი სეზონია გასავლელი.
ლა ლიგაში იმედი იქამდე უნდა შევინარჩუნოთ, სანამ ეს მათემატიკურად შესაძლებელი იქნება. ახალგაზრდა ფეხბურთელები დიდ დახმარებას გვიწევენ, ჩემპიონთა ლიგაზე კი ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ," - თქვა არაუხომ.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერ "რეალს" ახლა 10 ქულით ჩამორჩება, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში კი "ნაპოლისთან" ელის ჯახი.