მადრიდის "რეალის" 18 წლის თავდამსხმელი ალვარო როდრიგესი ბოლო პერიოდის ერთ-ერთი უმთავრესი აღმოჩენაა.
ალვარომ ჯერ "ოსასუნასთან" მატჩში მიითვალა საგოლე გადაცემა, გუშინ კი "ატლეტიკოს" გაუტანა და "სამეფო კლუბს" მადრიდულ დერბიში ქულა გადაურჩინა. სეზონის დასაწყისში ის შთამბეჭდავად გამოიყურებოდა "ბლანკოსის" სარეზერვო გუნდშიც.
Diario SPORT-ის ჟურნალისტ სერხი კაპდევილას ინფორმაციით, ალვაროს "ბარსელონა" 2018-2020 წლებში აკვირდებოდა. როდრიგესი მაშინ 15 წლის გახლდათ და კატალონიური "ჟირონას" აკადემიაში ირიცხებოდა.
"ბარსაში" ურუგვაელის ფიზიკური მონაცემები შთამბეჭდავად მიიჩნიეს, მაგრამ კოორდინაციის უნარი დაუწუნეს. სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ როდრიგესისგან "ბლაუგრანასთვის" შესაფერისი ფორვარდი ვერ დადგებოდა.
გარდა ამისა, ალვაროსადმი "რეალმა" გაცილებით დიდი ინტერესი გამოხატა.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ როდრიგესიც და მისი ოჯახიც "სამეფო კლუბის" ქომაგები არიან.