2 წლის და 8 თვის წინ
ცნობილია: ვინ სურთ "ბარსას" ფეხბურთელებს ახალ მწვრთნელად
ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, ჩავი ერნანდესმა გუშინ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს.
ივნისამდე 4 თვეა, თუმცა, ცხადია, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ახალ მესაჭეზე პრესაში საუბარი უკვე დაიწყო.
დასახელდა რამდენიმე კანდიდატურა, Sport-ის ჟურნალისტმა ჟორდი ხილმა კი იმ სპეციალისტზე დაწერა, რომელთან მუშაობასაც "ბლაუგრანას" ფეხბურთელები ისურვებდნენ.
წყაროს თანახმად, შემადგენლობას ჩავის შემცვლელად ლუის ენრიკეს ნახვა სურს.
ლუჩო "ბარსას" 2014-2017 წლებში ედგა სათავეში. მისი გუნდიდან მხოლოდმარკ-ანდრე ტერ შტეგენი და სერხი რობერტო არიან შემორჩენილნი, თუმცა, როგორც ჩანს, იგი სხვა ფეხბურთელებშიც პოპულარულია.
აქვე გეტყვით, რომ ესპანელი სპეციალისტი ამჟამად "პარი სენ ჟერმენს" წვრთნის.
Facebook კომენტარები