2 წლის და 2 თვის წინ
ფლიკის გვარიც გაისმა - ლაპორტას მცდელობა ადრეც ჰქონდა
ფლიკის გვარიც გაისმა - ლაპორტას მცდელობა ადრეც ჰქონდა

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" მოქმედი მთავარი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესი გუნდს სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" ახალი მესაჭე უნდა მოძებნონ.

BILD-ის ჟურნალისტის, კრისტიან ფალკის ინფორმაციით, "ბლაუგრანას" ჩაბარების ერთ-ერთი კანდიდატი ჰანსი ფლიკია.

გერმანელი სპეციალისტის "ბარსაში" მიყვანის მცდელობა ჟოან ლაპორტას ჯერ კიდევ 2021 წელს ჰქონდა. ჰანსის დათანხმება კლუბის პრეზიდენტმა მაშინ ვიდეოზარით სცადა, თუმცა მან "ბაიერნში" დარჩენა არჩია, კატალონიურ გრანდში კი ჩავი დაინიშნა.

განსხვავებით მაშინდელისგან, ჰანსი ახლა უმუშევარია, რაც ლაპორტას საქმეს უნდა უიოლებდეს.

შეგახსენებთ, რომ ფლიკმა "ბაიერნს" 2019-2021 წლებსი 7 ტიტული მოაგებინა, შემდეგ კი გერმანიის ეროვნულ ნაკრებში დაინიშნა, საიდანაც წარუმატებელი გამოსვლის გამო გაათავისუფლეს.


Facebook კომენტარები