1 წლის და 11 თვის წინ
ცრემლები გასახდელში - ვინ აატირა ჩავის სიტყვებმა
ცრემლები გასახდელში - ვინ აატირა ჩავის სიტყვებმა

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა გადაწყვიტა, რომ სეზონის ბოლოს გუნდი დატოვოს. ამის შესახებ პრესას მან "ვილიარეალთან" წაგებული მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე გამოუცხადა.

"მაესტრო" საკუთარი გადაწყვეტილების თაობაზე ფეხბურთელებს დღევანდელი სავარჯიშო სესიის დასრულების შემდეგ ესაუბრა.

ესპანურ პრესაში გავრცელებული ცნობების თანახმად, ჩავის წარმოთქმულმა სიტყვამ "ბლაუგრანას" მოთამაშეებში ბევრი ემოცია გამოიწვია.

Esport3-ის თქმით, რობერტ ლევანდოვსკიმ და ჟოაუ კანსელუმ იტირეს.

კანსელუს ცრემლებს ადასტურებს Mundo Deportivo-იც. კატალონიური გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ემოციები ვერც პაბლო გავიმ და ჟიულ კუნდემ შეიკავეს.

ზემოთქმულიდანაც კარგად ჩანს, რამდენად უყვართ "ბარსას" ფეხბურთელებს თავიანთი მწვრთნელი, თუმცა, სამწუხაროდ, მოედანზე მათი თანამშრომლობა წარმატებულად აღარ აისახება.


Facebook კომენტარები