1 წლის და 11 თვის წინ
უარი მილიონებზე - ჩავისა და მისი გუნდის დასაფასებელი ქმედება
უარი მილიონებზე - ჩავისა და მისი გუნდის დასაფასებელი ქმედება

როგორც მოგეხსენებათ, ჩავი ერნანდესი "ბარსელონას" სეზონის ბოლოს დატოვებს.

"ლურჯ-ბროწეულისფერთა" ჯერ კიდევ მოქმედ მთავარ მწვრთნელს კლუბისგან შეიძლება ის ხელფასი მოეთხოვა, რომელიც კონტრაქტის დარჩენილი ნაწილის მიხედვით უნდა მიეღო, თუმცა "მაესტრო" ამას არ აპირებს.

Sport-ის ინფორმაციით, ჩავი მომდევნო სეზონში გამოსამუშავებელ 8 მილიონ ევროზე უარს იტყვის.

გარდა ამისა, ერნანდესის სამწვრთნელო შტაბი ასევე დათმობს 4 მილიონ ევროს.

შესაბამისად, ჩავისა და მისი გუნდის გადაწყვეტილება კლუბს 12 მილიონ ევროს დაუზოგავს.

43 წლის სპეციალისტი ყოველთვის ამბობდა, რომ "ბარსასთვის" პრობლემის შექმნას არასდროს ისურვებდა. როგორც ჩანს, იგი თავის სიტყვას გადაჭარბებით ასრულებს და იმაზეც კი უარს აცხადებს, რაც ეკუთვნის, რათა კლუბის ფინანსური მდგომარეობა არ გააუარესოს.


Facebook კომენტარები