1 წლის და 11 თვის წინ
"არ მიგვატოვო" - ორი ფეხბურთელი ჩავის გადარწმუნებას ეცადა
"არ მიგვატოვო" - ორი ფეხბურთელი ჩავის გადარწმუნებას ეცადა

ჩავი ერნანდესმა "ბარსელონადან" წასვლა გადაწყვიტა, თუმცა ფეხბურთელები მისი აზრის შეცვლას ცდილობენ.

RAC1-ის ინფორმაციით, მაშინ, როცა მთავარი მწვრთნელი საკუთარ გადაწყვეტილებაზე მოთამაშეებს ესაუბრებოდა, "ბლაუგრანას" კაპიტანმა, სერხი რობერტომ მას გუნდში დარჩენა სთხოვა. გამოცდილ ნახევარმცველს მხარს თანაგუნდელებიც უმაგრებდნენ.

"არ მიგვატოვო," - იყო რობერტოსა და კომპანიის თხოვნა, რომლის გათვალისწინებასაც "მაესტრო" არ აპირებს.

წყაროს თანახმად, წარუმატებელი მცდელობა ჰქონდა რობერტ ლევანდოვსკისაც. პოლონელი თავდამსხმელი ჩავის პირადად გაესაუბრა, მაგრამ შედეგი არც ამას მოუტანია.

როგორც ჩანს, 44 წლის სპეციალისტს "ბარსადან" დატოვება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი. ამას ისიც კი ვერ შეცვლის, კატალონიურმა გრანდმა ჩემპიონთა ლიგა რომ მოიგოს.

ცნობისთვის, ჩავი "ბარსელონას" სათავეში 2021 წლის ნოემბრიდან უდგას.


Facebook კომენტარები