1 წლის და 12 თვის წინ
"ბარსელონა" ნიჭიერ ახალგაზრდას უფასოდ კარგავს
"ბარსელონა" ნიჭიერ ახალგაზრდას უფასოდ კარგავს

"ბარსელონამ" 18 წლის ვიქტორ ბარბერასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სცადა, მაგრამ მოლაპარაკებები შეჩერდა მას შემდეგ, რაც თავდამსხმელმა "ბრიუგესგან" მიიღო შეთავაზება, - იუწყება Mundo Deportivo.

"ბარსა ატლეტიკის" შემტევმა გადაწყვიტა, რომ ზაფხულში ბელგიურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდეს. ამ გადაწყვეტილებას ორი მიზეზი აქვს.

პირველი ისაა, რომ ბარბერას "ბრიუგე" უფრო ხანგრძლივ კონტრაქტს სთავაზობს, რომელიც ფინანსურად უფრო მომგებიანია. "ბარსა" ვიქტორს ამის საპირწონე წინადადებით ვერ მიმართავს, რადგან კლუბის მძიმე ფინანსური მდგომარეობა აღნიშნულის საშუალებას არ იძლევა.

რაც შეეხება მეორე ფაქტორს, ბელგიური კლუბი ესპანელ ფეხბურთელს უწყვეტ სათამაშო პრაქტიკას ჰპირდება. "ბრიუგე" "ბარსადან" ნაყიდ ფერან ჟუტგლას ზაფხულში "ლაციოში" გაყიდის, მისი წასვლით გაჩენილ სიცარიელეს კი სწორედ ბარბერათი ამოავსებს.

"ბარსელონაში" უკვე იციან, რომ 18 წლის ფორვარდის წასვლა გადაწყვეტილია. ამიტომაა, რომ ჩავი ერნანდესი მას პირველ გუნდთან აღარ ავარჯიშებს.

"ბარსა ატლეტიკის" მაისურით ჩატარებულ 20 მატჩში ბარბერამ თავი 8 გოლითა და 1 ასისტით გამოიჩინა, უეფას ახალგაზრდულ ჩემპიონთსა ლიგაზე კი 4 შეხვედრაში 7 გოლი შეაგდო.


Facebook კომენტარები