1 წლის და 11 თვის წინ
“ბარსელონა” სერხი კარდონას უმიზნებს
“ბარსელონა” სერხი კარდონას უმიზნებს

როგორც მოგეხსენებათ, 24 წლის ესპანელი ფეხბურთელი, სერხი კარდონა მიმდინარე სეზონში საოცრად ასპარეზობს.

ახალგაზრდა მოთამაშე ლა ლიგის აღმოჩენად ითვლება.

გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კარდონა ზაფხულში “ბარსელონას” ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იქნება.

საგულისხმოა, რომ 24 წლის ფეხბურთელს “ლას პალმასთან” კონტრაქტი 31 ივნისს ეწურება.

ცნობისთვის, სერხი კარდონამ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 21 შეხვედრაში 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.


Facebook კომენტარები