1 წლის და 2 თვის წინ
ფელიქსი ტრავმირებულია - იქნება თუ არა ჟოაუ "ნაპოლისთან'
ფელიქსი ტრავმირებულია - იქნება თუ არა ჟოაუ "ნაპოლისთან'

"ბარსელონას" პორტუგალიელმა თავდამსხმელმა, ჟოაუ ფელიქსმა დღევანდელ ვარჯიშზე მარჯვენა კოჭის ტრავმა მიიღო. ამის შესახებ კლუბმა ოფიციალური განცხადებით გვამცნო.

24 წლის შემტევის უქმობის ხანგრძლივობის შესახებ პრესაში განსხვავებული ცნობები ვრცელდება.

SPORT-ის ჟურნალისტის, ტონი ხუანმარტის ცნობით, ფელიქსი 4 კვირას გამოტოვებს და სასწაული უნდა მოხდეს, რათა მან ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში, "ნაპოლის" წინააღმდეგ თამაში შეძლოს.

სხვა აზრზეა Diario AS-ის ჟურნალისტი ხავი მიგელი. მისი თქმით, ჟოაუს არყოფნა 2-3 კვირას გასტანს და იგი "პარტენოპეისთან" გუნდს დაეხმარება.

ნებისმიერ შემთხვევაში, მისი "ოსასუნასა" და "ალავესთან" გასამართ მატჩებში მონაწილეობა გამორიცხულია, ხოლო "გრანადასთან" ჯახში - საეჭვო.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ფელიქსმა 28 შეხვედრაში ითამაშა, გაიტანა 7 გოლი და გააკეთა 5 საგოლე გადაცემა.


Facebook კომენტარები