1 წლის და 9 თვის წინ
"გაცოფებული ვარ" - ჩავი "ალმერიასთან" მატჩის შემდეგ
"გაცოფებული ვარ" - ჩავი "ალმერიასთან" მატჩის შემდეგ

"ბარსელონამ" ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მეორე მატჩი წააგო. კატალონიელები "ალმერიასთან" დამარცხდნენ. შეხვედრის ერთადერთი გოლი 24-ე წუთზე ელ ბილალ ტურემ გაიტანა.

"ლურჯ-ბროწეულისფერნი" მთელი შეხვედრის განმავლობაში უფერულად გამოიყურებოდნენ. "ბლაუგრანას" თამაშით გამოწვეული უკმაყოფილება გუნდის თავკაცმა ჩავი ერნანდესმა მატჩისშემდგომ კომენტარში გამოხატა.

"გაცოფებული ვარ. სეზონის ყველაზე ცუდი მატჩი ჩავატარეთ. ეს ძვირად დაგვიჯდა."

"დღეს დაღლილობა გვეტყობოდა, მაგრამ ამდენ როტაციას ამიტომ მივმართავთ. ყველაფერი ვცადეთ, არაუხოც კი ავწიეთ წინ, მაგრამ ჩვენი დღე არ იყო."

"პირველ ტაიმში არ გვიბრძოლია."

"არ ვფიქრობ, რომ დამოკიდებულების პრობლემასთან გვაქვს საქმე, რადგან გამარჯვება გვინდოდა. თუმცა იყო ვნების, ენთუზიაზმის ნაკლებობა... რაღაც უნდა შევცვალოთ."

"ხელიდან ოქროს შესაძლებლობა გავუშვით და გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი," - თქვა 43 წლის სპეციალისტმა.

"ბარსელონას" ლა ლიგაში კვლავ 59 ქულა აქვს და მეორეადგილოსან "რეალს" ისევ 7 ქულით უსწრებს, თუმცა განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ორივე გუნდს ახლა თანაბარი რაოდენობის მატჩი აქვს ჩატარებული.


Facebook კომენტარები