"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა "ოსასუნასთან" მატჩის წინ პრესკონფერენცია ჩაატარა და ჟურნალისტებს ესაუბრა.
ცხადია, შეკითხვების უმეტესობა "მაესტროს" გადაწყვეტილებას ეხებოდა, რომელიც იმას გულისხმობს, რომ იგი სეზონის ბოლოს კატალონიურ გრანდს აუცილებლად დატოვებს.
"ბარსელონაში" დაბრუნებას არ გამოვრიცხავ. "ბარსელონას" მე ვეყოლები... მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ მას არ ვჭირდები. გადაწყვეტილება უკვე მივიღე. ვფიქრობ, რომ მუშაობა ჯეროვნად არ ფასდება.
როცა ვამბობ, რომ გუნდი ახლა შენდება, თქვენ (მედია) მკლავთ.
ისინი თავს ისე გაგრძნობინებენ, თითქოს არაფერს წარმოადგენ. ეს დაემართა გვარდიოლას, ლუის ენრიკეს, ვალვერდეს. ეს სისასტიკეა. თითქოს ყოველდღე რისკავ შენი სიცოცხლით. ეს სხვა კლუბებში არ ხდება.
რაც არ უნდა გავაკეთო, ისინი არაფერს მომიწონებენ. არც ლა ლიგის "რეალზე" 14-ქულიანი უპირატესობით მოგებას, არც ახალგაზრდების დაწინაურებას, არც კლუბისთვის ცხოვრების მიძღვნას. სწორედ ამიტომ მივდივარ.
რას ვურჩევდი მომდევნო მწვრთნელს? მასაც იგივე მოუვა. პრობლემაც სწორედ ესაა. გამონაკლისი არავინ იქნება. ჩემი რჩევა ის იქნებოდა, რომ ბუნებრივობა შეინარჩუნოს, საკუთარ თავს უსმინოს და სხვისი გავლენის ქვეშ არ მოექცეს. მე ასე ვიქცეოდი და ამით ვამაყობ.
ჩემი ოცნება "ბარსელონას" გაწვრთნა, კარგი ფეხბურთის თამაში და მოგება იყო. ამ სეზონში არა, მაგრამ ეს მე გავაკეთე და გუნდს ისე ვტოვებ," - თქვა ჩავიმ.
შეგახსენებთ, რომ ესპანელი სპეციალისტი "ბარსას" სათავეში 2021 წლის ნოემბერში ჩაუდგა. მან "ლურჯ-ბროწეულისფერთ" ლა ლიგა და ესპანეთის სუპერთასი მოაგებინა.