"ბარსელონამ" თვალი "სევილიას" ფლანგელს, მარკოს აკუნიას დაადგა, - იუწყება ჟურნალისტი ფერან სორანო.
არგენტინელი მარცხენა მცველი ტრავმიდან სულ ახლახანს დაბრუნდა. "ოსასუნასთან" მატჩში იგი სასტარტო შემადგენლობაში მოგვევლინა, თუმცა მის არყოფნაში ადრია პედროსა იმდენად კარგად გამოიყურებოდა, რომ მარკოს შეიძლება სათადარიგოთა სკამზეც მოუწიოს გადანაცვლება.
აქედან გამომდინარე, "დალაქები" 29 წლის ფეხბურთელთან დამშვიდობების განხილვაზე უარს არ უნდა იყვნენ.
ალეხანდრო ბალდეს 4-თვიანმა ტრავმამ "ბარსას" მარცხენა მცველის დამატების საჭიროება გაუჩინა. იანვრის სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ საათებში კლუბმა შეიძლება ამაზე იმუშაოს კიდეც, თუმცა ესპანური პრესა ტრანსფერის განხორციელების შანსს მაინც მიზერულად მიიჩნევს.
მიმდინარე სეზონში აკუნიამ 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 ასისტი მიითვალა.