1 წლის და 11 თვის წინ
ოფიციალურად: ფერმინ ლოპესი პირველი გუნდის ფეხბურთელია
ოფიციალურად: ფერმინ ლოპესი პირველი გუნდის ფეხბურთელია

კატალონიის “ბარსელონამ” 20 წლის ესპანელი ფეხბურთელი, ფერმინ ლოპესი პირველი გუნდის ფეხბურთელად ოფიციალურად დააწინაურა.

”ბლაუგრანამ” ესპანეთის ჩემპიონატის, ლა ლიგის საბჭოსგან ოფიციალური თანხმობა მიიღო.

საგულისხმოა, რომ 20 წლოს ფერმინ ლოპესი “ბარსელონას” პირველი გუნდის მაისურით დღეიდან 16 ნომრიან მაისურს მოირგებს.

ცნობისთვის, ფერმინმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 22 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.


Facebook კომენტარები