2 წლის და 8 თვის წინ
"ბარსა" გარსიას მიუბრუნდება - ვინ შეიძლება ჩართონ ტრანსფერში
ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონა” მთელი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში ცდილობდა “ჟირონას” ერთ-ერთი ლიდერის, ალეიშ გარსიას დამატებას, თუმცა ამ ეტაპზე შეთანხმება ვერ შედგა.
გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფერნანდო პოლოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბლაუგრანა” გარსიას ზაფხულში დამატებას შეეცდება.
ალეიშის ტრანსფერი დაახლოებით 14-20 მილიონი ევრო დაჯდება, თუმცა “ლურჯ-ბროწეულისფერებს” აქვთ შესაძლებლობა, რომ ტრანსფერში ორიოლ რომეუ, პაბლო ტორე ან ერიკ გარსია ჩართონ.
ცნობისთვის, ალეიშ გარსიამ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 24 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.
Facebook კომენტარები