1 წლის და 11 თვის წინ
აქამდე უცნობი ამბავი - რომელ კლუბს სურდა ჩავის მწვრთნელად დანიშვნა "ბარსაში" მისვლამდე
აქამდე უცნობი ამბავი - რომელ კლუბს სურდა ჩავის მწვრთნელად დანიშვნა "ბარსაში" მისვლამდე
ავტორი
Aa

ცნობილმა ჟურნალისტმა ხავი მიგელმა კატალონიის "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელზე ჩავი ერნანდესზე ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

როგორც ირკვევა, "ბლაუგრანაში" მოსვლამდე ესპანელი სპეციალისტის მწვრთნელად დანიშნვა სხვა გუნდსაც სურდა.

საუბარია ბორუსიას "დორტმუნდზე", რომელიც "მაესტროს" გუნდში მიყვანას სერიოზულად განიხილავდა.

ჟურნალისტი ამბობს, რომ ჩავის უარის მთავარი მიზეზი სწორედ "ბარსაში" გადასვლა იყო, ვინაიდან მისთვის პრიორიტეტს მხოლოდ კატალონიური გრანდი წარმოადგენდა.

შეგახსენებთ, რომ ჩავი სეზონის ბოლოს "ბარსელონას" რიგებს დაემშვიდობება.


Facebook კომენტარები