ჩავი რომ სეზონის დასრულების შემდეგ "ბარსელონას" დატოვებს, ამის შესახებ რამდენიმე დღეა ვიცით. "ლურჯ-ბროწეულისფერნი" გუნდის მომდევნო თავკაცის მოძებნას უკვე შეუდგნენ, თუმცა არანაკლებ საინტერესოა ისიც, თუ რას გეგმავს 44 წლის სპეციალისტი.
Diario AS-ის ჟურნალისტ ხავი მიგელის ინფორმაციით, "მაესტრო" სამწვრთნელო კარიერაში ერთწლიან პაუზას აიღებს.
ამის შემდეგ კი ჩავი მწვრთნელობას ევროპაში დაუბრუნდება. როგორც ირკვევა, მისი ოცნება ინგლისის პრემიერ ლიგაში მუშაობაა.
"ბარსელონას" ლეგენდამ გადაწყვიტა, რომ "ბარსა" იყოს ის ერთადერთი ესპანური კლუბი, რომელსაც იგი ოდესმე უხელმძღვანელებს. როგორც მიხვდით, ჩავი გუნდში დაბრუნებას არ გამორიცხავს.
მომავალში დაბრუნება რომ შესაძლებელია, ეს ჩავიმ "ოსასუნასთან" მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზეც დაადასტურა, თუმცა ახლა იგი წასვლას აუცილებლად მიიჩნევს.
ცნობისთვის, სამწვრთნელო კარიერა "მაესტრომ" კატარულ "ალ სადში" დაიწყო, "ბლაუგრანას" სათავეში კი 2021 წლის ნოემბერში ჩაუდგა.