1 წლის და 11 თვის წინ
ცნობილია: რამდენი ხნით იუქმებს ფერანი
ავტორი
Aa
"ბარსელონას" ტრავმირებულთა სია კვლავ იზრდება. ამჯერად მას გუნდის ესპანელი თავდამსხმელი, ფერან ტორესი შეუერთდა, რომელმაც დაზიანება "ოსასუნასთან" გამართულ მატჩში მიიღო.
24 წლის თავდამსხმელს მოედნის დატოვება მე-7 წუთზევე მოუწია, თამაშში მის ნაცვლად კი ფერმინ ლოპესი ჩაერთო.
SPORT-ის ჟურნალისტ ტონი ხუანმარტის თუ ვენდობით, ტორესი 1 თვით იუქმებს.
თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" შვიდიანი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩს გამოტოვებს და თავის გუნდს "ნაპოლის" წინააღმდეგ ვერ დაეხმარება.
იმ ფონზე, რომ "პარტენოპეისთან" შეხვედრაში საეჭვოა ასევე ტრავმირებული ჟოაუ ფელიქსის მონაწილეობა, ჩავის არჩევანი უფრო და უფრო იზღუდება.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ფერანის ანგარიშზე 11 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
2 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
3 თვის და 1 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
3 თვის და 1 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 თვის და 2 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი