ჩავი ერნანდესი "ბარსელონას" სეზონის ბოლოს დატოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ერთ-ერთი უმთავრესი სასაუბრო თემა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მომდევნო თავკაცი იქნება.
უკვე დასახელდა რამდენიმე კანდიდატი - იმანუელ ალგუასილი, რობერტო დე ძერბი, ჰანსი ფლიკი და სხვები - თუმცა ის კსპეციალისტი რომელზეც დღეს Mundo Deportivo-მ გვამცნო, პირველად გაჟღერდა.
წყაროს თანახმად, კატალონიური გრანდი შეიძლება სერჟიო კონსეისაუს ჩააბარონ.
პორტუგალიიდან მომავალი ხმები იუწყებიან, რომ კონსესაიუ "პორტუს" სეზონის ბოლოს დატოვებს, "ბლაუგრანა" კი მის მდგომარეობას ყურადღებით აკვირდება.
49 წლის სპეციალისტი სახელდება "ბარსას" სპორტული დირექტორის, დეკუს ფავორიტადაც.
აქვე შეგახსენებთ, რომ კონსეისაუ "დრაკონებში" 2017 წლიდან მუშაობს. "პორტუს" მან პორტუგალიის ჩემპიონატი და პორტუგალიის თასი 3-3-ჯერ მოაგებინა.