როგორც მოეხსენებათ, "ბარსელონამ" ლა ლიგის სეზონში მეორე მარცხი განიცადა. "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" "ალმერიასთან" გამართულ საგარეო შეხვედრაში წაააგეს.
ჟურნალისტ მარიო კორტეხანას ინფორმაციით, "ბლაუგრანას" გუშინდელმა წარუმატებლობამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა მადრიდის "რეალის" Whatsapp-ჯგუფში.
"სამეფო კლუბის" ფეხბურთელები სიხარულს არ მალავდნენ. დაიწერა რამდენიმე ხუმრობაც.
"ბარსას" ფეხის დაცდენამ მადრიდელებს დაუბრუნათ იმედი, რომ ჯერ არაფერია დაკარგული. მართალია, კატალონიურ გრანდთან სხვაობა 7 ქულაა, თუმცა ჩავი ერნანდესის გუნდის ფორმა აშკარად უარესდება, ეს კი "რეალს" შანსებს აუცილებლად მისცემს.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის 23-ე ტურში "ბლანკოსი" "ატლეტიკოს" დაუზავდა. "ალმერიას" დამარცხების შემთხვევაში, "ბარსელონა" უპირატესობას 10 ქულამდე გაზრდიდა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა.
"რეალი" და "ბარსელონა" ერთმანეთს ხუთშაბათს, კოპა დელ რეის პირველი ნახევარფინალური მატჩის ეგიდით დაუპირისპირდებიან.