3 წლის და 2 თვის წინ
ლაპორტა უკმაყოფილოა - რა აწუხებს პრეზიდენტს
ლაპორტა უკმაყოფილოა - რა აწუხებს პრეზიდენტს

როგორც მოგეხსენებათ, 2022 წლის ზაფხულში "ბარსელონამ" რამდენიმე ეკონომიკური ბერკეტი გააქტიურა, რითაც დააფინანსა გუნდში რობერტ ლევანდოვსკის, რაფინიასა და ჟიულ კუნდეს დარი ვარსკვლავების მოყვანა.

კატალონიელებმა გაყიდეს სატელევიზიო უფლებებისა და Barca Studio-ს წილები. მიღებული თანხა მოხმარდა ვალების დაფარვას, ასევე ახალწვეულების დარეგისტრირებასაც.

ეს ბერკეტები Diario AS-ის მიერ დღეს გავრცელებულმა ინფორმაციამ გაგვახსენა.

ჟურნალისტ ხავი მიგელის ცნობით, "ბლაუგრანას" პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა ნელ-ნელა ხედავს, რომ ზაფხულში გააქტიურებული ეკონომიკური ბერკეტების ეფექტი მოედანზე ისევ არ ჩანს.

ევროპა ლიგიდან გავარდნისა და "ალმერიასთან" მარცხის შემდეგ, რა თქმა უნდა, ლაპორტა უკმაყოფილო იქნება, თუმცა მსგავსი შეფასება ალბათ მაინც გადამეტებულია. მართალია, ევროსარბიელზე კატალონიურმა გრანდმა ისევ კრახი განიცადა, თუმცა გუნდი ესპანეთის ჩემპიონატს საკმაოდ სოლიდური, 7-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს.

არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ "ბლაუგრანამ" წელს ესპანეთის სუპერთასი მოიგო და კოპა დელ რეის ნახევარფინალშია გასული.


Facebook კომენტარები