1 წლის და 11 თვის წინ
ჟოაო კანსელოს ჯანმრთელობის მდგომარეობა ცნობილია
ჟოაო კანსელოს ჯანმრთელობის მდგომარეობა ცნობილია

როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონამ” ლა ლიგის 23-ე ტურის შეხვედრაში “ალავესი” ანგარიშით 1:3 დაამარცხა.

“ბლაუგრანას” მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ 29 წლის პორტუგალიელო ფეხბურთელი, ჟოაო კანსელო ჰექტორ ფორტით შეცვალა.

გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ხავი მიგელის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კანსელო მწყობრშია და არანაირი ტრავმა არ აქვს.

29 წლის მცველი 12 იანვარს “გრანადას” წინააღმდეგ გასამართი შეხვედრისთვის მზად იქნება.


Facebook კომენტარები