1 წლის და 11 თვის წინ
ექსპერიმენტმა გაამართლა - რა გადაწყვიტეს "ბარსელონაში"
ავტორი
Aa
"ალავესსა" და "ბარსელონას" შორის გუშინ გამართულ მატჩში დანიელ მცველს, ანდრეას კრისტენსენს თავისთვის უჩვეულო პოზიციაზე მოუწია თამაში. 27 წლის ფეხბურთელმა წუხელ საყრდენი ნახევარმცველის როლი მოირგო, რაც ჩავის გადაწყვეტილებით მოხდა.
"ლურჯ-ბროწეულისფერთა" სამწვრთნელო შტაბს ანდრეასის შუა ხაზში გამოცდა დიდი ხანია უნდოდა და საამისოდ იდეალურ ვარიანტად მათ "ალავესთან" შეხვედრა დაინახეს.
ჟურნალისტ ხაუმე მარკეტის ინფორმაციით, "ბარსაში" ფიქრობენ, რომ ექსპერიმენტმა გაამართლა.
მაშასადამე, კრისტენსენს საყრდენის პოზიციაზე მეტი სათამაშო დრო მიეცემა.
შეგახსენებთ, რომ "ბლაუგრანაში" ახლა ერთადერთი ნომინალური საყრდენი ორიოლ რომეუა, რომელიც ცუდ ფორმაში იმყოფება და ჩავი მას აღარც ენდობა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
2 თვის და 1 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
3 თვის და 1 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
3 თვის და 1 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 თვის და 2 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი