3 წლის და 8 თვის წინ
კატასტროფა - ლევანდოვსკი "რეალთან" ვერ ითამაშებს
ავტორი
Aa
რობერტ ლევანდოვსკი ხუთშაბათს გასამართ "კლასიკოში" მონაწილეობას ვერ მიიღებს, - იუწყება ტონი ხუანმარტი.
Relevo-ს ჟურნალისტის ინფორმაციით, "ბარსელონას" ცენტრფორვარდი დისკომფორტს გრძნობს. იგი ორი კვირით იუქმებს.
მაშასადამე, "რეალთან" კატალონიელებს მიმდინარე სეზონის სამი საუკეთესო ფეხბურთელი (რობერტ ლევანდოვსკი, პედრი გონსალესი, უსმან დემბელე) არ ეყოლებათ.
ვითარებას ართულებს ისიც, რომ უკანასკნელი შეხვედრა გამოტოვა ანსუ ფატიმაც, ამიტომ ძნელი სათქმელია, რამდენად კარგ კონდიციებში იქნება იგი.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალს" ჩავის გუნდი კოპა დელ რეის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩის ეგიდით შეხვდება.
"სანტიაგო ბერნაბეუზე" გასამართი ჯახი 2 მარტს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი