ჟორდი კრუიფმა "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელობის სურვილი გამოთქვა, - იუწყება Diario AS-ის ჟურნალისტი, მანუ საინსი.
ნიდერლანდელი "ბლაუგრანაში" სულ ცოტა ხნის წინ მუშაობდა და კლუბის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა, თუმცა ეს პოსტი თავისი სურვილითვე დატოვა. ჟორდი რჩება ჟოან ლაპორტას ახლო მეგობრადაც.
იოჰან კრუიფის ვაჟს სამწვრთნელო გამოცდილება აქვს, თუმცა მაღალი დონის ევროპული კლუბი არასდროს გაუწვრთნია. ბოლოს იგი ჩინურ "შენზენში" მუშაობდა, რომელიც 2021 წელს დატოვა, იქამდე კი ეკვადორის ნაკრებსა და "მაკაბი თელ ავივს" ხელმძღვანელობდა.
საინტერესოა, რომ 49 წლის სპეციალისტის გვარი მაშინაც ჟღერდებოდა, როცა "ბარსამ" რონალდ კუმანს მიუთითა კარისკენ.
ასეა თუ ისე, მაინც ნაკლებსავარაუდოა, "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" გუნდი კრუიფს ჩააბარონ. მართალია, ლაპორტას შეიძლება მასთან თანამშრომლობა ძალიანაც უნდოდეს, თუმცა გადაწყვეტილებას მხოლოდ ლაპორტა არ იღებს.