logo

"ბარსასა" და "რეალის" 5 დაპირისპირება, რომელიც ისტორიაში შევიდა

"ბარსასა" და "რეალის" 5 დაპირისპირება, რომელიც ისტორიაში შევიდა

კლასიკო". "ბარსელონასა" და "რეალის" მომავალ დაპირისპირებას განსაკუთრებული ინტრიგა ის ახლავს, რომ ორივე გუნდი პრიმერა დივიზიონს 35-35 ქულით ლიდერობს და მატჩის გამარჯვებული ერთპიროვნული პირველადგილოსანიც გახდება.

ამასთან დაკავშირებით გთავაზობთ "ბლაუგრანასა" და "ბლანკოსის" 5 ჯახსს უახლოესი ისტორიიდან, რომლებიც ქომაგებს ყველაზე მეტად დაამახსოვრდათ.

1. "რეალი" 3:4 "ბარსელონა". 2014 წლის მარტი

ლიონელ მესის ჰეთ-თრიქის წყალობით "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" ათკაციან "რეალს" სძლიეს. "ბარსა" ანდრეს ინიესტამ დააწინაურა, თუმცა ქარიმ ბენზემას დუბლის შემდეგ მატჩის ბედი "თეთრებისკენ" გადაიხარა. შესვენებამდე "ლა პულგამ" ანგარიშის გათანაბრება მოასწრო. მეორე ტაიმში კრიშტიანუ რონალდუმ "სამეფო კლუბი" პენალტით დააწინაურა, მერე კი სერხიო რამოსი გააგდეს. მეტოქის გაძევებით "ასულგრანას" ათიანმა ისარგებლა და ზუსტად შესრულებული 2 თერთმეტმეტრიანით კატალონიელებს გამარჯვება მოუტანა.

2. "ბარსელონა" 5:0 "რეალი". 2010 წლის ნოემბერი

პეპ გვარდიოლას დამოძღვრილმა ფეხბურთელებმა "ბლანკოსს" 1994 წლის შემდეგ ყველაზე დიდსხვაობიანი მარცხი აგემეს. საწყის თვრამეტ წუთში ჩავისა და პედროს მიერ გატანილმა გოლებმა მოურინიოს "რეალი" პრაქტიკულად დაშალა. მესის არ შეუგდია, თუმცა დავიდ ვილიას არგენტინელმა ორი ასისტი გაუკეთა. "მერენგების" კუბოში უკანასკნელი ლურსმანი ჟეფრენმა ჩააჭედა. აღსანიშნავია, რომ სერხიო რამოსი ამ მატჩიც გააძევეს.

3. "რეალი" 2:6 "ბარსელონა". 2009 წლის მაისი

ამ მოგებული "კლასიკოს" შემდეგ ნათელი გახდა, რომ "ბარსა" პრიმერადივიზიონის ჩემპიონის ტიტულს სამწლიანი პაუზის შემდეგ დაეუფლებოდა. შეხვედრის პირველი გოლი "რეალის" იმედისმომცემმა ფორვარდმა, გონსალო იგუანმა გაიტანა, თუმცა მას ტიერი ანრიმ და კარლეს პუიოლმა უპასუხეს. რამოსი ამ შემთხვევაში გაძევების ნაცვლად, წითელი ბარათით გამოირჩა. ანრისთან ერთად, დუბლი ლიონელ მესიმაც შეასრულა, ხოლო მეექვსეჯერ "თეთრების" კარი ხერარდ პიკემ აიღო.

4. "რეალი" 4:2 "ბარსელონა". 2005 წლის აპრილი

"გალაქტიკოსის" ეპოქის პიკში მაიკლ ოუენისა და დევიდ ბექჰემის ჯადოსნური თამაშის წყალობით "სამეფო კლუბმა" მოსისხლე მტერი დამაჯერებლად დაამარცხა. "ბლანკოსი" სტარტზევე ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდა - თავი ზიდანმა და რონალდომ გამოიჩინეს. სამუელ ეტოოს მიერ ერთი ბურთის გაქვითვის შემდეგ კი ჯერ რაულმა დაჩაგრა ვიქტორ ვალდესი, შემდეგ კი - ოუენმა. ბოლო გოლი რონალდინიომ, საჯარიმო დარტყმიდან შეაგდო.

5. "რეალი" 5:0 "ბარსელონა". 1995 წლის იანვარი

"კამპ ნოუზე" განცდილი მარცხიდან (5:0) ერთი წელიც კი არ იყო გასული, როცა დედაქალაქელებმა სრულფასოვანი რევანში აიღეს. შეხვედრის პირველივე ნახევარში ჩილელმა ივან სამორანომ ჰეთ-თრიქი შეასრულა. შემდგომ კი ლუის ენრიკემ ჩაიწერა აქტივში შედეგიანი დარტყმა. კატალონიელები უკანასკნელად ხოსე ამავისკამ დაამწუხრა. იმ სეზონში ხორხე ვალდანოს შეგირდები ლა ლიგის ტრიუმფატორებიც გახდნენ.


3 კვირის წინ
143 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ Mybarca.ge-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 202
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემბელე, უმტიტი, ალბა

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ