1 წლის და 9 თვის წინ
ალვარესის სახელი "ბარსასთან" გაისმა - დეტალები
ალვარესის სახელი "ბარსასთან" გაისმა - დეტალები

"მანჩესტერ სიტის" არგენტინელი თავდამსხმელი ხულიან ალვარესი "ბარსელონას" უკანასკნელ საათებში რამდენჯერმე დაუკავშირეს.

TyC Sports-ის ჟურნალისტმა სეზარ ლუის მელომ გვამცნო, რომ "ბლაუგრანა" ხულიანს აკვირდება. "ლურჯ-ბროწეულისფერნი" სეზონის ბოლოს ალვარესის იჯარის წესით დამატებას ეცდებიან.

წყაროს თანახმად, ალვარესს ერლინგ ჰოლანდის რეზერვისტის როლი არ მოსწონს და გუნდის გამოცვლა უნდა.

არგენტინელს რომ "ეტიჰადიდან" აბარგება სურს, ამას ადასტურებს El Chiringuito TV-იც. დარიო მონტეროს თქმით, 23 წლის შემტევი "ქალაქელებს" ზაფხულში სთხოვს, რომ გაყიდონ, თუმცა "ბარსელონას" ინტერესი ჯერ არ ჩანს.

მოვისმინოთ განსხვავებული პოზიციაც - ვერონიკა ბრუნატის ინფორმაციით, ხულიანი "სიტიდან" წასვლაზე არ ფიქრობს და მალე კლუბთან კონტრაქტს 2028 წლამდე გაახანგრძლივებს.

ასეა თუ ისე, ალვარესით "ბარსას" დაინტერესება ლოგიკასთან ახლოს ნამდვილად უნდა იყოს, რადგან გუნდს რობერტ ლევანდოვსკის ღირსეული შემცვლელი არ ჰყავს. "

მიმდინარე სეზონში ხულიანი "სიტის" 10 გოლითა და 2 ასისტით შეეწია. გამორჩეული იყო ის კატარის მუნდიალზეც, სადა 4-ჯერ აიღო მეტოქის კარი.


Facebook კომენტარები