გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ჟირონას" 19 წლის გარემარბი, სავიო ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდს შეიცვლის და "მანჩესტერ სიტის" შეუერთდება.
SPORT-ის ცნობით, ბრაზილიელი ფეხბურთელის პრიორიტეტი "ბარსელონაში" გადასვლა გახლდათ, მაგრამ კატალონიურ გრანდში არ იციან, ზაფხულში როგორი მდგომარეობა ექნებათ ფინანსურ ფეარ-პლეისთან დაკავშირებით, ამიტომ ახალგაზრდას ტრანსფერის განხორციელების გარანტია ვერ მისცეს.
ამის შემდეგ "სიტიმ" პროცესი კიდევ უფრო დააჩქარა, რათა "ბარსასთვის" სიტუაციის გამორკვევისა და ბრძოლაში დაბრუნების შანსი არ მიეცა.
ეს ამბავი განსაკუთრებით იმედისგამაცრუებელი "ბარსელონას" სპორტული დირექტორის, დეკუსთვის იქნებოდა, რომელსაც სავინიოს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში ჩარიცხვა ძალიან უნდოდა.
ცხადია, "სიტიზენებს" საქმე იმანაც გაუადვილა, რომ "ჟირონაც" City Group-ის ნაწილია.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 27 მატჩში სავინიოს ანგარიშზე 7 გოლი და 7 ასისტია.