logo

კრესპო: ლაუტაროს ვურჩიე, რომ "ინტერში" დარჩეს

კრესპო: ლაუტაროს ვურჩიე, რომ "ინტერში" დარჩეს

ლეგენდარულმა არგენტინელმა თავდამსხმელმა, ერნან კრესპომ თავის ბოლო ინტერვიუში მილანის "ინტერის" 22 წლის ფორვარდის, ლაუტარო მარტინესისა და "ბარსელონას" სატრანსფერო საგის შესახებ ისაუბრა.

"ლაუტაროს ვუთხარი, რომ აუცილებლად "ინტერში" უნდა დარჩეს.

მიზეზი მარტივია. "რასინგში" იგი შესანიშნავად გამოიყურებოდა, შემდეგ "ინტერში" გადავიდა და 1 სეზონი მაურო იკარდის შემცვლელი იყო. ახლა კი სასტარტო შემადგენლობაშიც დამკვიდრდა.

ეს მისი პირველი სეზონია ხელშეუხებელი მოთამაშის რანგში, რაც ჯერ საკმარისი არაა ცხოვრების "ბარსელონაში" გასაგრძელებლად.

მარტინესს თავისი ზრდის დასასრულებლად სულ მცირე 3 წელი სჭირდება, შემდეგ კი ცვლილებებზე ფიქრიც შეიძლება." - განაცხადა კრესპომ.

2 თვის წინ
206 / 0
ირაკლი ხასაია
reclam
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვან თუ არა კიკე სეტიენი თანამდებობიდან?

კი
არა
სულ პასუხები: 353
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ