3 წლის და 2 თვის წინ
როგორ გადანაწილდა "ბარსას" ფეხბურთელების ხმები ფიფას დაჯილდოებაზე
როგორ გადანაწილდა "ბარსას" ფეხბურთელების ხმები ფიფას დაჯილდოებაზე

გუშინ შედგა ფიფას დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელი, მეკარე და მწვრთნელი გამოავლინეს.

გამოკითხვაში მონაწილეობას ეროვნული ნაკრებების მწვრთნელები და კაპიტნები იღებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ "ბარსელონადან" ეს პატივი ორ ფეხბურთელს ხვდა: სერხიო ბუსკეტსს (ესპანეთის ნაკრები) და რობერტ ლევანდოვსკის (პოლონეთის ნაკრები).

ჩვენ უკვე ვიცით, თუ როგორ გადანაწილდა "ბლაუგრანას" ვარსკვლავების ხმები.

რობერტ ლევანდოვსკი:

1. ლეო მესი - ტიბო კურტუა - კარლო ანჩელოტი

2. კილიან მბაპე - იასინ ბონო - ლიონელ სკალონი

3. ლუკა მოდრიჩი - ალისონი - ხოსეპ გვარდიოლა

სერხიო ბუსკეტსი:

1. ლეო მესი - ემი მარტინესი - ლიონელ სკალონი

2. რობერტ ლევანდოვსკი - ტიბო კურტუა - კარლო ანჩელოტი

3. კარიმ ბენზემა - იასინ ბონო - პეპ გვარდიოლა

შეგახსენებთ, რომ წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლეო მესი დასახელდა, საუკეთესო მწვრთნელად - ლიონელ სკალონი, ხოლო საუკეთესო მეკარედ - ემი მარტინესი.


Facebook კომენტარები